

მარწმუნებელი და დაკავშირებული სერვისები
ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენზე მორგებულ სხვადასხვა მარწმუნებელ და დაკავშირებულ მომსახურებას, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი დადასტურებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას თქვენი ბიზნესსაქმიანობის კონკრეტულ სფეროებზე. ეს მომსახურება მოიცავს:
-
შეთანხმებული პროცედურები: ფინანსურ ან არაფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეთანხმებული კონკრეტული პროცედურების ჩატარება და გამოვლენილი ფაქტობრივი შედეგების წარდგენა. აღნიშნული მომსახურება გეხმარებათ კონკრეტული საკითხების შეფასებასა და გარე მხარეების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.
-
მიმოხილვითი გარიგებები: შეზღუდული რწმუნების მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ფინანსური ანგარიშგების საიმედოობის ზომიერ დონეს. იგი ადგენს, საჭიროებს თუ არა ანგარიშგება რაიმე არსებით ცვლილებას და, ამავდროულად, მოითხოვს ნაკლებად ფართომასშტაბიან პროცედურებს, ვიდრე სრული აუდიტი.
-
მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა: დამოუკიდებელი შეფასებები, რომლებიც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის შესაბამისობას კონკრეტული სექტორის რეგულაციებსა და სამართლებრივ სტანდარტებთან, რაც ამცირებს საჯარიმო სანქციების რისკს და უზრუნველყოფს მოქმედ კანონმდებლობასთან თანხვედრას.
-
ბიზნესის საქმიანობის შედეგების მიმოხილვა: საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლებისა (KPI) და ბიზნესმეტრიკების კომპლექსური მიმოხილვა, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას თქვენი ორგანიზაციის ოპერაციული და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რაც დაინტერესებულ მხარეებს ეხმარება საერთო ეფექტიანობის შეფასებაში.
-
გრანტის ან ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის მარწმუნებელი მომსახურება: შემოწმება, რომელიც ადგენს, იყენებს თუ არა თქვენი ორგანიზაცია საგრანტო სახსრებს ან ასრულებს თუ არა ხელშეკრულებებს დონორების, სახელმწიფო ორგანოებისა თუ პარტნიორების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. აღნიშნული მომსახურება უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალ დონეს.
ეს სერვისები შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას და აამაღლოს დაინტერესებული მხარეების ნდობა ბიზნესის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების დამოუკიდებელი შემოწმების გზით.
.png)