
ჩვენს შესახებ
შპს „ფინსეტში“ ჩვენ გთავაზობთ ექსპერტულ ფინანსურ მომსახურებას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ბიზნესს განვითარებაში კომპლექსურ ფინანსურ გარემოში. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „ფინსეტ“ უფლებამოსილია განახორციელოს სავალდებულო აუდიტი და ლიცენზირებულია ოფიციალური მარეგულირებელი ორგანოს — ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ. ჩვენ უზრუნველყოფთ საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობას და ვიცავთ უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს. ჩვენი სპეციალიზაციაა მაღალხარისხიანი გადაწყვეტილებების მიწოდება, რაც უზრუნველყოფს ფინანსურ სიზუსტეს, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობასა და რისკების მართვას.
ჩვენი მომსახურება
-
ფინანსური აუდიტი: ჩვენ გთავაზობთ თქვენი ფინანსური ანგარიშგების დამოუკიდებელ და ობიექტურ აუდიტს, რაც უზრუნველყოფს მის სიზუსტეს, გამჭვირვალობასა და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობას. ჩვენი აუდიტის პროცესი შექმნილია რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირებისთვის, ამასთანავე, მკაცრად იცავს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების ეთიკურ სტანდარტებს. ეს საშუალებას გვაძლევს მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო საიმედოობა (რწმუნება) ობიექტურობისა თუ პროფესიული სკეპტიციზმის შელახვის გარეშე.
-
ბუღალტრული აღრიცხვა: ჩვენი პროფესიონალური საბუღალტრო მომსახურება უზრუნველყოფს საგადასახადო დეკლარაციების ზუსტ წარდგენასა და ყოველთვიური დეტალური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას, რაც გეხმარებათ შეინარჩუნოთ კონტროლი თქვენს ფინანსურ ოპერაციებზე.
-
საგადასახადო კონსულტაცია: წარსული პერიოდების საგადასახადო აუდიტის ჩატარებიდან დაწყებული, ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების გადამოწმებით დასრულებული — ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენი საგადასახადო ვალდებულებების ეფექტურად და უახლესი საგადასახადო რეგულაციების სრული დაცვით შესრულებას.
-
სხვა მარწმუნებელი მომსახურება: ჩვენ გთავაზობთ სპეციალიზებული მარწმუნებელი მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის: შეთანხმებული პროცედურები, გრანტებისა თუ ხელშეკრულებების პირობების შესრულების დადასტურება და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას თქვენს ბიზნესპროცესებში.
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი შედგება ACCA-ის კვალიფიკაციის მქონე ბუღალტრებისა და აუდიტორებისგან, რომელთაც გააჩნიათ მაღალი პროფესიული უნარები ფინანსურ მართვასა და აუდიტში. საქართველოს კანონმდებლობით პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებისთვის სავალდებულო აუდიტის ჩატარების სამართლებრივი უფლებამოსილებით, ჩვენი პროფესიონალები მოწოდებულნი არიან მიაწოდონ მომხმარებელს ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. შპს „ფინსეტში“ ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ თქვენს ბიზნესს პერსონალიზებული, საიმედო მომსახურებით, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები და მიაღწიოთ გრძელვადიან წარმატებას.
კომპანიის პროფილი ოფიციალურ მარეგულირებელ ორგანოში — ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში:
.png)